ჩოხატაურის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები ჰყავს
ვროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და მისი ორი თანათავმჯდომარე აირჩიეს.
ჩოხატაურის მმართველ საბჭოს ერთი თავმჯდომარე და ორი თანათავმჯდომარე ჰყავს, რომლებიც საბჭოს წევრების მიერ კენჭისყრის გზით შეირჩნენ. ჩოხატაურის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ მეფარიშვილი გახდა, მისი თანათავმჯდომარეები კი ვიტალი კილასონია და დავით კობიძე იქნებიან.
ჩოხატაურის LAG-ს მმართველი საბჭოს 15 წევრი ჰყავს:
- ბესიკ მეფარიშვილი (თავმჯდომარე)
- ვიტალი კილასონია (თანათავმჯდომარე)
- დავით კობიძე (თანათავმჯდომარე)
- ნანა ცინცაძე
- სალომე ტრაპაიძე
- იზოლდა ლამზირა ცინცაძე
- ნინო ლომინეიშვილი
- ნათია ხუცურაული
- ნინო ყარაჯაშვილი
- ბეგლარ სიხარულიძე
- ნიკა კუტალაძე
- მაია პაიჭაძე
- მარიკა შოშაშვილი
- არჩილ ცხვარაძე
- კოტე სიხარულიძე
ჩოხატაურის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და LAG-ის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით, სხვადასხვა ორგანიზაციული და თემატური ტრენინგების საშუალებით.
შეგახსნეებთ, რომ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.