Skip links

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრობის კონკურსი

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც აერთიანებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ეფუძნება ნებაყოფლობითი წევრობის პრინციპს.

LAG-ის საქმიანობა ეფუძნება ევროკავშირის LEADER მიდგომას, რომლის მიზანია სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით მიმართულებებს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებით.

LEADER მიდგომის მთავარი პრინციპია სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო ძალისხმევის გაერთიანების გზით. ამ მიდგომის ფარგლებში, სოფლის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ხოლო განვითარების მთავარ რესურსს — ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია ადგილობრივი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებისა და განვითარების პროცესებში.

ჩოხატაურის LAG-ის  საქმიანობის მიმართულებებია:

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
  • სტარტაპებისა და მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების მონაწილეობითი ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სოფლის მეურნეობის ტრადიციული და თანამედროვე პრაქტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

კონკურსის შესახებ

ამ ეტაპზე, ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წესდების საფუძველზე მიმდინარეობს მმართველი საბჭოს შემადგენლობის განახლება. ამ მიზნით ცხადდება კონკურსი მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად. კონკურსი ღიაა როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

მმართველი საბჭოს წევრობა გულისხმობს LAG-ის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვას და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში სხვადასხვა სექტორის ინტერესების წარმოდგენას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი:

  • უნდა იყოს რეგისტრირებული, ფაქტობრივად ცხოვრობდეს ან/და მუშაობდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  • უნდა იცნობდეს და იზიარებდეს ორგანიზაციის მიზნებსა და წესდებას;
  • უნდა ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს LAG-ის საქმიანობაში;
  • უნდა იყოს მზად, მონაწილეობა მიიღოს მმართველი საბჭოს შეხვედრებსა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში.

წარსადგენი დოკუმენტები

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მმართველი საბჭოს წევრობის შესახებ (განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კანდიდატისათვის სასურველი ნებისმიერი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე (CV).

სასურველია, განცხადებაში კანდიდატმა მოკლედ მიუთითოს, რატომ სურს მმართველი საბჭოს წევრობა და რა გამოცდილება, ცოდნა ან რესურსი შეუძლია შეიტანოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

განაცხადის წარდგენა

განაცხადები მიიღება ა.წ. 30 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: besomefarishvili@gmail.com

ელფოსტის Subject ველში კანდიდატებმა უნდა მიუთითონ შესაბამისი კატეგორია:

  • საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა – კონკურსისაჯარო სექტორი;
  • ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა წარმომადგენლებმა –კონკურსიკერძო/სამოქალაქო სექტორი.

საჯარო სექტორის წარმომადგენლებად განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შექმნილ დაწესებულებებში.

კანდიდატების შერჩევა

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ორგანიზაციის საერთო კრებაზე, სადაც წარმოდგენილ თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად ეყრება კენჭი.

მმართველი საბჭოს წევრებად აირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას, სექტორებისათვის წესდებით განსაზღვრული წარმომადგენლობის გათვალისწინებით.

კონკურსის შედეგები განაცხადების ავტორებს ეცნობებათ იმავე დღეს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 18:00 საათი

საერთო კრების ჩატარების თარიღი: 5 ოქტომბრის კვირა

საერთო კრების ჩატარების ადგილი: დაბა ჩოხატაური, ნოდარ დუმბაძის #2

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: 599 881 905
ელ.ფოსტა: besomefarishvili@gmail.com

პროექტის შესახებ

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.

Home
Account
Cart
Search