Skip links

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი არის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ახდენს სოფლის განვითარების სტრატეგიის იდენტიფიცირებასა და განხორციელებას

პარტნიორები

ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 150 მ-ზე მდებარეობს. მას ჩრდილოეთით სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით – ვანის, სამხრეთით- ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 820 კმ²-ია, მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წლის მონაცემებით, 18,415 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 2 დაბა და 60 სოფელია. ჩოხატაურის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. მუნიციპალიტეტი ბარში ზღვის სუბტროპიკული ჰავით, მთებში კი – ნოტიო ჰავით ხასიათდება. ჩოხატაური განსაკუთრებით მიმზიდველი სიარულისა და მთის მოყვარული ტურისტებისთვის არის, რადგან ის გვთავაზობს მთის კურორტ – ბახმაროს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად, ქმნის უნიკალურ გარემოს. ბუნების მოყვარულებისთვის ჩოხატაური ნამდვილად შთამბეჭდავი ადგილია.

Home
Account
Cart
Search