Skip links

გურიის LAG-ების წევრებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.

გურიის LAG-ის წევრებმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მესამე სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე LAG-ების წევრების მიერ პრიორიტეტულ თემად გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარება განისაზღვრა. LAG-ების წარმომადგენლება გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.

პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.

Home
Account
Cart
Search