Skip links

გურიის სამი მუნიციპალიტეტისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების წარდგენა

ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, 27-28-29 მარტი, 2024 – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის  „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, CENN-მა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა, დემოკრატიის ინსტიტუტმა და ქედის ადგილობრივმა სამოქმედო ჯგუფმა (LAG),  გურიის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან (LAG) ერთად, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, გურიის სამი მუნიციპალიტეტისთვის – ოზურგეთისთვის, ჩოხატაურისთვისა და ლანჩხუთისთვის,  ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტები წარუდგინეს.

შეხვედრების მიზანი პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“  ფარგლებში შემუშავებული ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სტრატეგიების განხილვა და დოკუმენტების ყველა დაინტერესებული მხარისთვის გაცნობა იყო. ასევე, შეხვედრების ფარგლებში პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოებისა და ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) საქმიანობების პრეზენტაციებიც გაიმართა. 

ღონისძიებებს, ადგილობრივი თვითმმართველობების, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეხვედრა საჯარო იყო და დასწრება გურიის რეგიონში მცხოვებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2024-2029)

ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2024-2029)

ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2024-2029)

___________________

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს “მწვანე გურია –  ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”  ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით. 

Home
Account
Cart
Search