Skip links

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მწვანე გურია” ფარგლებში, გურიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის„ ფარგლებში, გურიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას პროექტის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAG)  და ამ ჯგუფებში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა. LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრობაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ჯგუფში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებით.

ჯგუფის წევრობაზე განაცხადის შესავსებად, 31 მაისამდე შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის ბმულს:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა

პროექტის შესახებ:

პროექტი – მწვანე გურია–ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის –  ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში CENN-ის მიერ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG)  შექმნასა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ბროშურა:
მწვანე გურია–ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის

Home
Account
Cart
Search