
ევროკავშირის მხარდაჭერილი ენერგოეფექტურობის პროექტი აცხადებს კონკურსს გურიაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის ფარგლებში, “ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი“ გურიაში მცხოვრებ 13-20 წლის ახალგაზრდებისთვის აცხადებს კონკურსს „კლიმატი და ენერგოეფექტურობა“. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, ნახატი ან პოსტერი/გრაფიკული დიზაინი.
კონკურსის მიზანია ისეთი ნამუშევრის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს და ამავე, დროს მისცემს მას მოტივაციას დანერგოს ენერგოეფექტური ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აღნიშნული კონკურსი ერთის მხრივ გააღვივებს ახალგაზრდების ინტერესს, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, ხოლო მეორეს მხრივ წარმოაჩენს ახალგაზრდების თვალით დანახულ ენერგოეფექტურ და კლიმატურ საკითხებს.
გურიაში მცხოვრებმა 13-20 წლის ახალგაზრდებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ მამოტივირებელი, საკითხის გადაუდებელი მნიშვნელობის წარმომჩენი, ბიძგის მიმცემი, ინსპირაციული ფოტო, ნახატი ან პოსტერი/გრაფიკული დიზაინი შემდეგი თემების გარშემო:
- ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა;
- ყოველდღიური ჩვევები ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვისთვის;
- ახალგაზრდების როლი ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვაში;
- ენერგოეფექტურობის პრაქტიკები საქართველოში;
- ენერგოეფექტურობა ჩემს თემში;
- ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
- ენერგოეფექტურობა შენობებში;
- განახლებადი და სუფთა ენერგია;
- ენერგოეფექტური ტრანსპორტი;
- კლიმატის ცვლილება
- სხვა ნებისმიერი თემა, რაც ენერგოეფექტურობასთან და კლიმატთან იქნება დაკავშირებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 13-18 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში შეეძლებათ:
- ფოტო
- ნახატი
- პოსტერი/გრაფიკული დიზაინი
ერთ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ნამუშევრის წარმოდგენა ნებისმიერ კატეგორიაში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ თავიანთი ნამუშევრები შემდეგ ელ.ფოსტაზე: chokhataurilag@gmail.com წერილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ კონკურსი –„კლიმატი და ენერგოეფექტურობა “.
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 13 მაისი, 2025 წელი.
შერჩევის პროცესი: დამოუკიდებელი ჟიურის წევრები წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებენ კრეატიულობის, საკითხის საინტერესოდ გადმოცემის, თემის რელევანტურობისა და შექმნილი ნამუშევრის შესაძლო გავლენის მიხედვით.
გამარჯვებულების გამოვლენა: გამარჯვებული ფოტოს, ნახატის ან გრაფიკული პოსტერის ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები. გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ფეისბუქ გვერდსა და ვებ-გვერდზე.
პროექტის შესახებ:
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.
ეს კონკურსი შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა(ა)იპ „ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: chokhataurilag@gmail.com