გურიის LAG-ების წევრებმა ეკონომიკურ განვითარებაზე, ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებსა და მათი მხარდაჭერის შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.
გურიის LAG-ის წევრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე. განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეორე სამუშო შეხვედრაზე LAG-ის წევრების მიერ პრიორიტეტულ თემად ეკონომიკური განვითარება და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა განისაზღვრა. სამუშაო შეხვედრაზე გურიის ლაგების წევრებმა ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები გამოკვეთეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.