გურიის LAG-ების წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მოინახულეს
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების მმართველი საბჭოს წევრები ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ვიზიტის მთავარი მიზანი გურიის LAG-ების წევრებისთვის ქედის LAG – ის გამოცდილებისა და განხორციელებული საქმიანობების გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში LAG-ების წევრებმა CENN-ის პროექტის – ქედა ლიდერი – ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პრეოქტებები – შატო ივერი, Hill inn, ჩირის საწარმო „კერკი“ , ფუტკრის სახლი მახუნცეთში და ზიპლაინი მოინახულეს.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.