გურიის მოსახლებისთვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ პროექტის წერის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში, გურიის მოსახლეობისთვის გეგმავს ტრენინგებს თემაზე – პროექტის წერა.
ტრენინგების მიზანია საგრანტო კონკურსის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტების წერის მიმართულებით.
ტრენინგები ჩატარდება 22 – 25 აპრილის კვირაში ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 18 აპრილის 18:00 საათამდე https://forms.gle/FBkSgasECk6RcrBm9
მონაწილეობის მსურველებს ტრენინგის ზუსტი თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას პროექტის გუნდი დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მოგაწვდით.