Skip links

საგრანტო კონკურსი 2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის

საგრანტო კონკურსი 2024

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის ფარლებში, CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედისა და ჩოხატაურის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან ერთად (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსის მიზანია, პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ჩოხატაურის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება,  სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სასოფლოსამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
  • ტურიზმის განვითარება.
  • ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია.
  • გარემოს დაცვა (ბუნებრივი საფრთხეების შემცირება) და ბუნებრივი რესურსების მართვა.
  • ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება.
  • კულტურა, განათლება და სპორტი.
  • სხვადასხვა საქმიანობის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს:

  1. საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს;
  2. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (შპს, სპს, სს და ა.შ.);
  3. რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს;
  4. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ.);
  5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
  6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს;
  7. საინიციატივო ჯგუფებს.

საგრანტო კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი – საგრანტო განაცხადის წარდგენა

II ეტაპი – პროექტის პრეზენტაცია და გასაუბრება

III ეტაპი – პროექტის ადგილზე გაცნობა (მონიტორინგი)

IV ეტაპი – საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება

საგრანტო დაფინანსების ოდენობა და თანამონაწილეობის მოცულობა კომერციული პროექტებისათვის:

  • 2,800-დან 10,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 15% თანადაფინანსებით
  • 10,000-დან 20,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 20% თანადაფინანსებით
  • 20,000-დან 60,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 25% თანადაფინანსებით
  • 60,000-დან 100,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 30% თანადაფინანსებით
  • 100,000-დან 160,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 35% თანადაფინანსებით

საგრანტო დაფინანსების ოდენობა და თანამონაწილეობის მოცულობა სოციალური პროექტებისათვის:

აქ იგულისხმება კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები, რომლებიც განხორციელდება არაკომერციული (არასამეწამეო) იურიდიული პირის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების და/ან საინიციატივო ჯგუფების (კონკურსში გამარჯვების შემდგომ მათ მოეთხოვებათ იურიდულ პირად დაფუძნება) მიერ.

  • 2,800-დან 30,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10% თანადაფინანსებით
  • 30,000-დან 60,000 ლარამდე – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 20% თანადაფინანსებით
  • 60,000-დან 100,000 ლარამდეპროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 30% თანადაფინანსებით

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სახელმწიფო სსიპ-ები, სახელმწიფო შპს-ები – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 60% თანადაფინანსებით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები და ბაგა-ბაღები – პროექტის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10% თანადაფინანსებით.

განაცხადების ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმება, შერჩევა და შეფასება არის პრეროგატივა საგრანტო კომისიისა, რომელიც იქმნება CENN-ის – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ (YPU), ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (Keda LAG) და დემოკრატიის ინსტიტუტის (IoD) მიერ ერთობლივად.

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (Chokhatauri LAG) მმართველი საბჭოს წევრები ჩართულნი იქნებიან პროცესში საგრანტო კონკურსის ყველა სამუშაო ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებენ დამკვირვებლის სტატუსით.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საგრანტო სახელმძღვანელოში: 

საგრანტო სახელმძღვანელო – ჩოხატაური 

დამატებითი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა სოციალური პროექტებისთვის

სააპლიკაციო ფორმა კომერციული პროექტებისთვის

ბიუჯეტის ფორმა

ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.

საგრანტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია პროექტის „მწვანე გურია“ ოფისში შემდეგ მისამართზე: ჩოხატაურის, გოგიბერიძის #7. ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: chokhataurigrants@cenn.org   

ვადაგადაცილებით წარმოდგენილი, არასრულად ან/და ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

___ 

პროექტს „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ახორცილებს CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ (YPU), ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (Keda LAG) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) თანამშრომლობით. 

Home
Account
Cart
Search