Skip links

რეგიონის განვითარება – სახელმძღვანელო

CENN ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან , ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად, გთავაზობთ რეგიონის განვითარების სახელმძღვანელოს.

სახელმძღვანელო შემუშავებულია რეგიონისა და სოფლის განვითარების იმ ევროპული გამოცდილებისა და LEADER-ის მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც პროექტის განხორციელებისას გამოიყენება. სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სოფლის, როგორც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წამოების ადგილზე, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებზე.

სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სოფლისა და რეგიონის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც პროექტში ჩართული მხარეებისათვის, ისე, როგორც დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

Home
Account
Cart
Search