Skip links

„მწვანე გურია“ – შუალედური შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი – ერთად შუალედური შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციისთვის შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გაიმართა, სადაც პროექტის 2024-2025 წლებში განხორციელებული აქტივობები და მომავალი ნაბიჯები განიხილეს.

შეხვედრების ფარგლებში:

  • წარადგინეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და მათი მიმართულებები;
  • განიხილეს გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
  • მოისმინეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმა.

ღონისძიებები ღია იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რაც უზრუნველყოფდა ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას და პროექტის გამჭვირვალობას.

პროექტის შესახებ

პროქტიმწვანე გურიაადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვისსაქართველოს რეგიონის, გურიის სამ მუნიციპალიტეტშიოზურგეთში, ჩოტახაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

Home
Account
Cart
Search