მწვანე გურია – პროექტის ბროშუა
მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის
მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის – პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:
- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის ხანგრძლივობაა სამი წელი (8 დეკემბერი, 2022 – 8 დეკემბერი, 2025).