Skip links

ევროკავშირის მხარდაჭერით ცხადდება საგრანტო კონკურსები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “მწვანე გურიაადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის-” ფარლებში, CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთანახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედისა და გურიის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან ერთად (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტებისათვის

საგრანტო კონკურსის მიზანია, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრიორიტეტების შესაბამისადაღნიშნული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელებასოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

საგრანტო კონკურსებში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.

ოზურგეთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულსhttps://rb.gy/cnazmw 

ლანჩხუთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულსhttps://rb.gy/0c33bp 

ჩოხატაურის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულსhttps://rb.gy/vblpxv     

_

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტსმწვანე გურია –  ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”  ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.



Home
Account
Cart
Search