Skip links

ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკი გაიმართა

ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, CENN-მა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად, გურიის რეგიონში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკს უმასპინძლა.

სამოქალაქო განათლების ბანაკი მიზნად ისახავდა გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერებასა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დანერგვას.

მონაწილეებმა მოისმინეს თემატური ლექციები გურიაში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი პრიორიტეტების შესახებ. ასევე, გაიარეს კამპანიების დაგეგმვის პრაქტიკული სამუშაოები და შეიმუშავეს კამპანიები, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების ამოცნობასა და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაზე.

ბანაკის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო გარემოსდაცვითი კამპანიის იდეები დაფინანსდება, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში განახორციელონ საკუთარი ინიციატივები და გაზარდონ მათი გავლენა თემის განვითარების პროცესზე.

ბანაკი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე კავკასია“ ფარგლებში.

Home
Account
Cart
Search