Skip links

გურიაში მწვანე ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების “მწვანე გურია” და “საქართელოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, გურიაში მწვანე ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო სესიები გაიმართა.

სესიების მიზანი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ESCO-S დამფუძნებელმა, ზაალ ხელაძემ, LAG-ების წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ესაუბრა თემაზე – მწვანე ტექნოლოგიები ბიზნესსა და ჩვენს ყოველდღიურობაში. სესიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ენერგოეფექტური ღუმელებიც, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდიდა ენერგოეფექტური გათბობის საშუალებების მუშაობის სფეციფიკას.

სესიები ჩატარდა CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტის და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) ის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.  

Home
Account
Cart
Search