ვებსაიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშოები
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.
გურიის LAG-ის წევრებმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეოთხე სამუშაო შეხვედრა გამართეს. მორიგ სამუშაო შეხვედრაზე LAG-ების წარმომადგენლება გურიის რეგიონში ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
Adding {{itemName}} to cart
Added {{itemName}} to cart